❤
ლამაზო ჩემო, ზღაპარო ჩემო,
თილისმავ ჩემო, ოქროსმზიანო.
კავკასიონო, კალთებ-კალმულო,
უკარებავ და სანდომიანო.
რაჭის დევებო, ზურმუხტფერებო,
წყლებო კამკამა, კალმახიანო.
უბისავ ჩემო, ფრესკაქარგულო
და მოწამეთავ, თვალცრემლიანო…
ალავერდო და ალაზნის ველო,
ალადასტურო, ძოწის თვლიანო.
სამეგრელოვ და გურიავ ჩემო
ტკბილხმიანო და ტკბილსიტყვიანო!
🎶 Chorus / მისამღერი:
ჩემო სამშობლოვ, უკიდეგანო,
უიღბლო? — არა! მუდამ სვიანო!
საქართველოვ, გულში ანთებულო,
მარად სიცოცხლის საგალობელო!
ო, საოცრებავ საოცართ შორის
სვანეთო ჩემო, მთააბჯრიანო.
მთა-თუშეთო და ხევსურთ სამეფოვ
არწივფრთიანო, ჭიუხიანო!
ჭირთაგან შიგან გაუტეხელო
ჰერეთო ჩემო… ფერეიდანო…
მუმლშესეულო, მუხლშემართულო,
ბერმუხავ ჩემო, ფესვმადლიანო!
🎶 Chorus / მისამღერი:
ჩემო სამშობლოვ, უკიდეგანო,
უიღბლო? — არა! მუდამ სვიანო!
საქართველოვ, გულში ანთებულო,
მარად სიცოცხლის საგალობელო!
ჩემო აჭარავ, ბათუმ-ქათქათავ,
ფირუზ-ზღვაო და ფირუზ-ციანო!
ოჰ და ისევ შენ, ჩემო თბილისო,
შენ დედოფალო, თეთრჩიხტიანო…
ჩემო სამშობლოვ, უკიდეგანო,
უიღბლო? — არა! მუდამ სვიანო! ❤