:
მივყვები ბილიკს, თეთრს და უმანკოს,
ჩემი ნაბიჯი სინათლეს ტოვებს,
უკან მოხედვის არ მეშინია,
წარსულში ვერსად ნახავთ შავ ლაქებს.
ირგვლივ კი ხელნი, ტალახით სვრილნი,
ცდილობენ ჩემს გზას სიბნელე ჰფინონ,
რაც სუფთა არის — შურით შებღალონ,
ჩემი ნათელი მტვერში დაძირონ.
მაგრამ ვერ ხედავთ, სულს რა მინათებს?
ბოროტის ხელნი ვერ მომწვდებიან,
თქვენი ტალახი ვერ დამამცირებს,
თეთრი ნაბიჯნი არ იშლებიან.
უფალი არის ჩემი სიმტკიცე,
ის მიკვლევს გზას და ის მიცავს მარად,
ჩემი სინათლე მასთან მიმიყვანს,
თქვენი სიბნელე დაგრჩებათ მარად.