ვინც მე მიყვარს, შენი ფიქრი - ჩემი დარდია
ერთი ძველი ქალაქელი დარდი მანდია
როგორ გაძლოს ღვინომ თვალი დალია
ხან ამივლის, ხან ჩამივლის
რა ჩამიფიქრე, ან რას მიპირებ...
მითხარი გული როგორ გადამირიე
აღარ ვტირი მე თუ გამიღიმებ
იხარე და გამახარე, შენი ჭირიმე
ამ ქვეყნიდან ვინც წასულა, რა წაუღია
თუ კი სხვისთვის გულის კარი არ გაუღია
მე ხომ შენი სიყვარული მწყურია
ან ამივლი, ან ჩამივლი მე
რა ჩამიფიქრე, ან რას მიპირებ
მითხარი გული როგორ გადამირიე
აღარ ვტირი მე თუ გამიღიმებ
იხარე და გამახარე, შენი ჭირიმე
გულის ვარდია, ჩემი დარდია
უბრალოდ ერთი ძველი დარდი მანდია
გარეთ დარია თუ ავდარია
გული მისი სიყვარულით მაინც მთვრალია
გულის ვარდია, ჩემი დარდია
უბრალოდ ერთი ძველი დარდი მანდია