Verse 1]
მთვარის შუქზე, აჩრდილივით,
ფიქრი თან მსდევს — ოჰ, ეს ღამე,
საზღვრებს იქით, მოშორებით,
თვალი მოვკარი ლამაზ ქალს მე.
[Chorus]
გავიფიქრე — ეს ის არის,
ვინც მინათებს, მიფერადებს,
ყოველი დღის დაწყებას და
ბნელ სიზმარს ჰფენს ნათელ მხარეს.
[Verse 2]
შენ იყავი საოცარო, ბევრჯერ გნახე,
თან ვამოწმე,
რამე ხომ არ მეშლება-თქო...
ჩემს თავს ცილი თვით მე ვწამე.
[Bridge]
ნეტავ თავი დაგანახა ჩემი თვალით,
როგორც გხედავ!
მიხვდებოდი, თუ რასაც ვგრძნობ
პირდაპირ თქმას ჯერ ვერ ვბედავ.
[Chorus]
ამიტომაც გადავწყვიტე, ლექსად მეთქვა ეს სათქმელი
გრძნობა, რასაც მე განვიცდი
გეფიცები არის წრფელი!
[Outro]
მთვარის შუქზე აჩრდილივით
ფიქრი კვლავ მსდევს — ოხ ეს ღამე
შენი ნაზი ხმა ჩამესმის
შენით მგონი მოვიწამლე!