იცი დღეს შენთან ერთად უშენოდ ვალსი ვიცეკვე, ჩვენი მუსიკა ჩავრთე, თვალები დავხუჭე წარმოგიდგინე და თან ვცეკვავდი. იმდენად წარმოგიდინე რომ.შენი სხეულის სიმხურვალე მწვავდა. ვცეკვავდი და შენი თვალები ჩანდა ჩემს თვალებში. სხეულში სითბოდ იღვრებოდი და სისხლში სიგიჟედ დამიდიოდი, ვნების ქარცეცხლში მხვევდა ეს სიგიჟე შენი სახელი რომ ერქვა. მუსიკასთან ერთად მელოდიასავით მეხებოდი. ვიცეკვე შენთან ერთად ვალსი , დაისი კი ნაირფერ ფერებში გვხვევდა მუსიკის ჰანგებთან ერთად.